Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია EY-ს წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

14 მარტს, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსში გაიმართა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, შპს „იუაი“ (EY) წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

სტუმრებს მიესალმა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. სტუდენტებს მიმართა თსუ აღრიცხვა, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან საბაურმა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს  შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოს გაეცნოთ დიდი ოთხეულის წევრი, საერთაშორისო კომპანია EY და გაეგოთ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ.

 

თარიღი: 18/03/2025